მაყალი (აზერბაიჯანი სამზარეულო)
რესტორანი
-
-
ავლაბარი, ღვინის აღმართი და დუტუ მეგრელის ქ გამშვები,
-
- +995514 93 00 09
-
10:00 მდე 01:00 ორშაბათი-კვირა
-
-
სამზარეულო
-
ფუნქციები მენიუდანღვინის ნაირსახეობები/და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ახლად გამომცხვა, დესერტები, კულინარია, ჩაის ნაირსახეობები, ყავის ნაირსახეობები, კოქტეილების ნაირსახეობები, სადილის მენიუ, საუზმე, ჩილიმი, საკონდიტრო, მწვადი
-
relax.ge რეკომენდაციასდაისვენოთ მეგობართა ჯგუფის, საქმიანი შეხვედრის მოწყობა, აღსანიშნავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, წავიდეთ სადილი ოჯახთან ერთად
-
საზაფხულო ტერასაარსებობს
-
კონდიციონერიარსებობს
-
გასართობი
-
სამსახური ფუნქციები
-
ჩვენ შესახებ
აზერბაიჯანული კულტურა და აზერბაიჯანული ენა - თურქულია წარმოშობით, და არ არის გასაკვირი ამიტომ ის ფაქტი რომ აზერბაიჯანულ სამზარეულოს აქვს ძლიერი თურქული გავლენა. მაგრამ ამასთან არის რა ფართოდ ცნობილი სხვა აღმოსავლურ სამზარეულოებს შორის (ზოგი კერძები შედის ინტერნაციონალური სამზარეულოს მენიუში) ის განსხვავდება თვითმყოფადობით, ხასიათდება ნაციონალური კოლორიტით, რომელიც ვლინდება მომზადების მეთოდებში, გემოში და არომატებში, ტრადიციულ ნაციონალურ ზეიმებთან კავშირში.
აზერბაიჯანული კულინარული კულტურა ინარჩუნებს საჭმლის მომზადების ძველ მეთოდებს, თუმცაღა ისინი ოდნავ შეიცვალა თანამედროვე დროის გავლენის გამო. ნაციონალური კერძები მზადდება სპილენძის ჭურჭელში, ძველი დროიდან მოყოლებული. და დღესაც კი აზერბაიჯანის ბევრ რაიონში, საჭმელს ამზადებენ სპილენძის ქვაბებში, რადგან თვლიან რომ ასე კერძი უფრო გემრიელია.
კაფეებში და რესტორნებში ნაციონალურ კერძებს მოგაწოდებენ სპეციალურ ჭურჭელში, რომლებშიც კერძი იყო მომზადებული უშვალოდ. ნაციონალური კერძების ძირითადი პროდუქტები: ცხვარი, საქონელი, ფრინველბი, ხორცის ფარში. დონერ ქებაბი (ტრადიციული შაურმა) იმდენად გავრცელებული საჭმელია ბაქოს ქუჩებში, რომ შეიძლება დაიფიცო რომ ის აზერბაიჯანელების მოგონილია.
ყველაზე პოპულარული აზერბაიჯანულიი კერძები, ხორცის, ფქვილეულის, ბოსტნეულის, თევზეულის და ფრინველებისგან დამზადებული კერძები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია აზერბაიჯანულ სამზარეულოში, დამზადებული თაობიდან თაობაში გადაცემული რეცეფტებით, აზერბაიჯანულ ოჯახებში, თქვენ შეგეძლებათ იგემოთ რესტორან "მანგალში". ის მდებარეობს ქალაქის ცენტრში, და თქვენ მიიღებთ ძლიერ სიამოვნებას არაჩვეულებრივი კერძებისგან, სასიამოვნო ატმოსფეროსა და თბილი ურთიერთობისგან.
აზერბაიჯანული სამზარეულო უცვლელად ასოციირდება მწვადთან. არის რაღაც ხუმრობის მაგვარი: :აზერბაიჯანელები არაფრისგანაც დაამზადებენ მწვადს!". მწვადი არის ცხვრის, საქონლის, თევზის (მასთან მოგაწოდებენ ბროწეულის წვენს - ნარშარაბს), ბოსტნეულისგანაც ამზადებენ მწვადებს... ხორცთან ბალანსისთვის ყოველთვის მოგაწოდებენ მწვანილს და ბოსტნეულს...
რესტორანი განლაგებულია ოთხ სართულზე, ცალკეული რომალთაგანიც წარმოადგენს მყუდრო ოჯახურ სივრცეს, და აქცენტირებულია გარკვეულ გასტრონომიულ ტრადიციაზე. ასე, მეორე სართულზე სტუმრებისთვის წარმოდგენილია აზერბაიჯანული ჩაის დალევის ბრწყინვალე კულტურა.
სტუმრებს შეეძლებათ გასინჯონ საოცარი ჩაი ჩაბრეცით, პიტნით, მიხაკით, იმბირით. ჩაისთან მოგაწოდებენ გემრიელ მურაბას, სახლში დამზადებულს, მაგალითად ლეღვის მურაბას (ბაქოს სორტის და ნოვხანინის სორტის ლეღვი), ნიგვზის მურაბას, ბალის, ალუბლის, საზამთროს, ატმის და ცნობილ ვარდის ფურცლების მურაბას...
აზერბაიჯანელებისთვის ჩაი დაკავშირებულია სითბოსთან და სტუმართმოყვარეობასთან. ტრადიცია მეტყველებს, არ არის მიზანშეწონილი რომ სტუმარმა ოჯახი დატოვოს ისე რომ ერთი ფინჯანი ჩაი მაინც არ მიირთვას.
აზერბაიჯანელები ამბობენ ჩაის შესახებ:"Çay nədir, say nədir" - (შეიძლება გადაითარგმნოს როგორც: როდესაც ჩაის სვამ რა აზრი აქვს დალეული ჩაის რაოდენობის დათვლას). ეს იმაზე მეტყველებს რომ ჩაი თითქმის "წმინდაა" აზერბაიჯანში.
არმუდუში სერვირებული ჩაი (ეს არის მსხლის ფორმისებური ჭიქა) სოციალური ცხოვრების გამოხატვაა. ჩაის სმა არის მნიშვნელოვანი ნაწილი ყველა ღონისძიების დროს, დაწყებული ქორწილიდან მისული გასაფლავებამდე. და ნარდის თამაშის დროსაც მნიშვნელოვანი ნაწილია, რათა ადამიანმა განიტვირთოს.
აზერბაიჯანული ნამცხვრები ეს რაღაც დაუჯერებელი რამ არის, რაღაც აღმშფოთავი (პოზიტური გაგებით) და სრულყოფილი. ყველას ვისაც სურს იგემოს გასტრონომიული ნეტარება კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რესტორან "მანგალში", რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანის განთქმულ ტკბილეულობას, პახლავა, ქიათა, შექერბურა, მუთაქი...
და რა თქმა უნდა რესტორნის ყველაზე გამანსხვავებელი თვისება - მწვადი მანგალზე. რესტორნის მეოთხე სართულზე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეიგრძნოთ ხორცის არომატის და გემოს "ბრწყინვალება", ხორცის რომელიც მანგალზე არის შემწვარი.