რესტორანი რაჭის უბანი

რაჭის უბანი

რესტორანი

ჩვენ შესახებ

 რაჭის უბანი

ლეგენდარული ქართული სამზარეულო. მოხარშული ქათმის ნაჭრები ჩალაგებული ხორცსაკეტ მანქანაში გატარებული ნიგოზის სოუსში, შეკაზმული ნიორითა და ნაისახოვანი სანელებლებით (ქათამი საცივის სოუსით), ხრაშუნა, თიხის ტაფაში შემწვარი კალმახი, დაჭერილი ახლომდებარე წყალსატევში, გლაზირებული ბროწეულის წვენით, ბადრიჯანის ნაჭრები ავსებული ნიორიანი ნიგოზის პასტით, ფხალი მოყრილი ბროწეულის მარცვლებით, მოხარშული წითელი ლობიო საოცარი სანელებლებით გამდიდრებული, შეშაზე გამომცხვარი შოთის პური, ბატკნის შემწვარი ხორცი ტყემალით, ჩაქაფული, და ლობიანი ხაჭაპური...

საქართველო, კურთხეული შუაზღვისპირეთის კლიმატით და გამოჩენილი ორგანული პროდუქტებით - არის ერთერთი ყველაზე გამომგონი და ორიგინალური გასტრონომული ტრადიციების სამშობლო. საუკუნეების განმავლობაში მან განიცადა მრავალი ერის გავლენა, მონღოლების, არაბების, რუსების და სხვა ერების. მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა იქონია დიდმა ებრაულმა საზოგადოებამ, და მეზობელმა თურქეთმა და სპარსეთმა. 

მშვენიერი კუთხე განლაგებული ევროპისა და აზიის "პირაპირზე" - სამოთხის ადგილი ბარაქიანი მიწით და ნაირფეროვანი ლანდშაფტით (შავი ზღვისპირეთის სუბტროპიკულიდან კავკასიის თოვლიან მთებამდე და კახეთის დიდებულ ბორცვებამდე სადაც მაღალ ფერდობებზე გამოზრდიან ვენახს, უგემრიელესი ღვინის გასაკეთებლად). 

ერთი რამ უნდა ვაღიაროთ რომ სულ ცოტა ხნის წინ ქართული სამზარეულო არ იყო საკმარისად ცნობილი სხვა ქვეყნებში, რუსეთის გამონაკლისით რა თქმა უნდა, სადაც ძალიან აფასებენ და უყვართ ქართული სამზარეულო. ნიუ-იორკში და ლონდონში, პარიზში და რომში იხსნება ქართული სამზარეულოს რესტორნები, რომლებიც დიდი პოპულარულობით სარგებლობენ მომხმარებლებთა შორის. თავად საქართველოში კი ბევრი რესტორანი მუდამ გვაოცებს თავისი საჭმელებით და შესანიშნავი ღვინოთი, მათ შორის ყოველგვარი შექების ღირსი არის - რაჭის უბანი. 

რესტორნის ერთერთი პრივილეგირებული განსაკუთრებულობა - არის ფანტასტიური ადგილმდებარეობა, სადაც ქართული საჭმელის ყველა არომატი და გემო იგრძნობა უფრო მკვეთრად. რაჭის უბანი არის პირდაპირ კუს ტბასთან, (ტბისკენ მიმავალი ბოლო მოსახვევი) ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ. გასაოცარი ადგილი სადაც უხვად არის სუფთა მთის ჰაერი, სადაც გრილი ნიავი სასიამოვნოდ გეფერებათ, და გიცავთ ზაფხულის სიცხისგან. 

რაჭა არის საქართველოს ისტორიული ოლქი, რესტორანი განლაგებულია რაჭის სტილში აშენებულ სახლში. საუკეთესო არჩევანია ზაფხულის საღამოს დატკბეთ ტრაპეზით შიდა ეზოში. 

გირჩევთ შეუკვეთოთ რაჭული ლორი, და ხვანჩკარა, რაჭიდან ჩამოტანილი ღვინო. ასევე არის სხვა ქართული კერძებიც რომლებიც ნამდვილად არიან თქვენი ყურადღების ღირსი, და ისინი დამზადებულია ოჯახური რეცეპტებით: ჩქმერული, ლობიანი ლორით, ქათამი ან გოჭი შემწვარი განსაკუთრებული სანელებლებით, ჩაქაფული, ხაშლამა, მცვადი, ხინკალი, ქაბაბი, სულგუნი....

მომსახურე პერსონალი არის ძალიან ყურადღებიანი, და ცდილობს იზრუნოს სტუმრების კომფორტზე.