სეიდაბადი
-
-
ორთაჭალა, გორგასლის (მეიდანი), 1
-
- +995 599 41 58 15
-
12:00 მდე 03:00 ორშაბათი-კვირა
-
-
ცოცხალი მუსიკადიახ
-
სამზარეულოაზერბაიჯანული (აზერბაიჯანულ ირანული სამზარეულო), კავკასიური ( ძველი კავკასიური სამზარეულო)
-
ფუნქციები მენიუდანღვინის ნაირსახეობები/და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ახლად გამომცხვა, დესერტები, ჩაის ნაირსახეობები, ყავის ნაირსახეობები, კოქტეილების ნაირსახეობები, სადილის მენიუ, ჩილიმი, საჭმლის
-
relax.ge რეკომენდაციას
-
კონდიციონერიარსებობს
-
Wi-Fiარსებობს
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
გასართობი
-
სამსახური ფუნქციები
-
ჩვენ შესახებ
საღამო ხანს მეიდანზე სეირნობისას შეუძლებელია არ იყო მიზიდული ჯადოსნური აღმოსავლური მუსიკის ჰანგებით, რომელიც მოისმის სეიდაბადიდან. ბევრს სწორედ მუსიკა იზიდავს და მისი გავლენის ქვეშ მოხდენილნი შემოდიან აქ ფინჯანი ყავის მისარსმევად ან ჭიქა ღვინის დასალევად. მაგრამ როგორც შედეგი გარანტირებულია რომ დიდი ხნით რჩებიან, არა ერთი ბოთლი ღვინის დასაშრობად და შესანიშნავი კერძების მისართმევად. სეიდაბადი გპირდებათ ძველი ტრადიციებით შთაგონილ, ქართული სამზარეულოს შედევრებს. კერძები რესტორანში გაზვიადების გარეშე შესანიშნავია თუმცა მეტი აქცენტი არის გაკეთებული აზერბაიჯანულ სამზარეულოზე.
აზერბაიჯანული სამზარეულო არის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი მსოფლიოში, ის ემსგავსება კავკასიური რეგიონების სამზარეულოებს, მათ შორის ქართულსაც, მაგრამ ინარჩუნებს თავის უნიკალურ გემოს. უგემრიელესი დუშბარა, დოლმა, პიტი, შესანიშნავი ხბოს ნეკნები, ფლავი პიმპილიანი ხორცით, კეცზე მომზადებული მწვადი, სალათები ბადრიჯანისა და ფხალისგან... სეიდაბადში ამზადებენ კერძებს საუკეთესო ხარისხის ხორცისგან, საღი ბოსტნეულისგან, შინაური სანელებლებით. იქ აქვთ საოცარი ნამცხვრები ... ბაქლავა, შექერბურა, ყავა თურქული.
ატმოსფერო არის მშვიდობიანი, მყუდრო, თითქმის შინაური. კომფორტული გარემო. მიმტანები არიან პროფესიონალები თავისი საქმისა და კლიენტებისადმი ძალზე ყურადღებიანნი.
საღამოობით სეიდაბადში ცეკვავენ ქართულ და აღმოსავლურ ცეკვებს, მათ შორის მუცლის ცეკვასაც, ცოცხალი მუსიკის აკომპანემენტით. შოუ პროგრამა იწყება 21:00 და გრძელდება 23:00 საათამდე (საჭიროა წინასწარ დაჯავშნა)... რესტორნის მუსიკალური ჯგუფი ურსა შესანიშნავად ასრულებს ქართულ და აღმოსავლურ მუსიკის ნაწარმოებს. ყოველი ადამიანი რომელიც გულგრილი არ არის მაღალი ხარისხის მუსიკისადმი სათანადოდ შეაფასებს შემსრულებლების მაღალ პროფესიონალიზმს. შეუდარებლად ლამაზი ხმა აქვს ვოკალისტს.
ძირითადი დარბაზი გათვლილია სამოცდაათ ადამიანზე, ვიპ-კუპე - ოცდაათ ადამიანზე. თბილი ამინდების დროს სასიამოვნოა დატკბობა დასვენებით რესტორნის ტერასაზე, საიდანაც არის შესანიშნავი ხედი ძველ ქალაქზე.
რესტორანი სეიდაბადი რომელიც განლაგებულია ქალაქის შუაგულში, თბილისის ერთერთი საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის და გასართობად, კორპორატიული საღამოებისა და საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად.