თავადური

რესტორანი

ჩვენ შესახებ

რესტორანი თავადური. ძალაუნებურად ჩნდება ასეთი კითხვა - რატომ აქვს ასეთი დასახელება? ხომ არ ნიშნავს ეს იმას რომ რესტორანი განიხილება ლუქსის კატეგორიაში?
რესტორნის დასახელება მიძღვნილია თავად შენობისადმი, რომელშიც ის არის განლაგებული. ამ შენობას აქვს ძალზე ლამაზი და საინტერესო არქიტექტურული დიზაინი, თუმცაღა თავად კონცეპცია არ არის ახალი, არამედ შექმნილია 18-19 საუკუნეებში. რესტორნის მშენებლობისას მთავარი მიზანი იყო საოცარ ინტერიერში მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა. მთავარი კი ის არის რომ სტუმრებმა იცოდნენ რომ თავადურში მათ ნებისმიერ დროს ელოდებიან დიდი სიხარულით. 
რესტორანის კომპლექსის დიდ სივრცეში არსებობს სამი სრულიად განსხვავებული თემა: ქართული დარბაზი, ევროპული დარბაზი და ქართული მარანი.
ქართული მარანი რომელიც მდებარეობს პირველ სართულზე, არის ნამდვილად ეკზოტიკური ადგილი. შემოთავაზებული კერძები ტიპიურია მარანისთვის მაგრამ გარკვეულ დონეზე ისინი ადაპტირებულია საზღვარგარეთის სტუმრების გემოვნებაზე. მათ აქვთ საშუალება გაეცნონ ქართულ მწვადს და განიცადონ შეუდარებელი სიამოვნება მისი გემოთი, ისიამოვნონ თონეში ახალგამომცხვარი პურით, და მიირთვან არომატული ღვინო დოქიდან.
მარანის მენიუში არის კერძები რომლებსაც ამზადებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში - კახეთში, მცხეთაში და ა შ..
მოხევური ხინკალი, სვანური კუდბარი, კახური მწვადი, შოთის პურები, თხელ ლავაშში გახვეული ქაბაბი, ხამონი, დამუჟუჟებული ღორის ხორცი, ბავარული ლუდის კათხა..
განათების ორიგინალური სისტემა, ქვის კედლებზე მიმაგრებული ჩირაღდნები, რომლების წალობითაც დარბაზში დგას მაინტრიგებელი ინტიმური ატმოსფერო. მარანის ანტურაჟი შეესაბამება 18-19 საუკუნის ყოფას, და შეახსენებს იმას რომ საქართველო არის ყურძნისა და მეღვინეობის ქვეყანა. დოქები, კათხები, ღვინის გადამამუშავებელი აპარატი რომელიც გამოსცემს სასიამოვნო ხმებს, რაც არაჩვეულებრივად ავსებს სივრცის განუმეორებელ სულს.
მსუბუქი ჯაზი, სოული, ვისკი, სიგარები, ევროპული სამზარეულო, მყუდრო ატმოსფერო, ყურადღებიანი პერსონალი, და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენი ცნობილი მთავარი მზარეული. აი ჩვენი ევროპული დარბაზი. ნება გვიბოძეთ დავიკვეხნოთ თქვენს წინაშე ევროპული დარბაზით. 
მეორე სართულზე მდებარეობს ევროპული დარბაზი. აქ სტუმრებს ელოდება ბიზნეს ლანჩი და საოჯახო სადილი. საღამოობით ამ ადგილას ხალხი მოდის თავის ბიზნეს პარტნიორებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. სასიამოვნო ფონის მუსიკა (ჯაზი და სოული პროფესიონალი მუსიკოსების შესრულებით) კარგი ვისკი, შესანიშნავი სიგარები, მყუდრო ატმოსფერო, შესანიშნავი მომსახურება - აი ამ ადგილის ძირითადი აქცენტები. მაგრამ მთავარი არის ევროპული სამზარეულოს უნიკალურად გამზადებული კერძები ჩვენი მთავარი მზარეულის მიერ. ჩვენი მთავარი მზარეული კარგად ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში არამედ მის გარეთაც. კერძები, გამომდინარე მათი სირთულისგან, მზადდება მიმტანის მიერ შეკვეთის მიღებიდან 20-30 წუთში.
მესამე სართული - თავადური დარბაზი. ის ჭეშმარიტად ქართული კულტურის ფეერია არის. ტრადიციული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, შეუდარებელი ქართული მუსიკა და ცეცხლოვანი ცეკვები. დარბაზის დიდებული ინტერიერი ამ ადგილას ქორწილების, დაბადების დღეების, ნათლობებისა და სხვა ნებისმიერი ღონისძიებების ყველაზე მაღალ დონეზე ჩატარების საშუალებას გვაძლევს. ასევე აქ ტარდება კორპორატიული ღონისძიებები და სხვადასხვა მაღალი დონის ბანკეტები. 
თავადურში ხშირად ტარდება ყოველგვარი შოუ პროგრამები. აქ საკონცერტო პროგრამებით გამოდიან პოპულარული მომღერლები და მოცეკვავეები. 
ივნისის შუა რიცხვებიდან იხსნება ღია ტერასა - ჭეშმარიტად სამოთხის კუთხე, ზაფხულის ცხელ დღეებში ესალმება სტუმრებს. ზედმეტია საუბარი იმ დაუვიწყარ ხედზე რომელიც ამ ტერასიდან იხსნება თვალისთვის. ტერასა არის კარგად ჩაფიქრებული რამ. წვიმიან ამინდებში სტუმრები თავშესაფარს კარავში პოულობენ. აქ მათ შესთავაზებენ დახვეწილ კოქტეილებს და ასევე შეგეძლებათ ნარგილას გასინჯვა, და ასევე ცოცხალი მუსიკის მოსმენა. სამზარეულო არის ევროპული მიმართულების.
მომსახურე პერსონალი არის ნასწავლი უმაღლეს დონეზე, მომსახურების სფეროში. თავადურში ნამყოფი ადამიანი ამბობს რომ ყველა პირობა არის შექმნილი რათა ადამიანმა საკუთარი თავი თავადათ იგრძნოს. 
რესტორნის აუდიტორია არის საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები.