მოდის გენია: იოჯი იამამოტო

 

მოდის გენია: იოჯი იამამოტო

იოჯი იამამოტომ მოიხვეჭა თავისი მსოფლიო სახელგანთქმულობა ოთხმოციანების დასაწყისში. მან გამოიწვია მოდის ტრადიციული გაგება, და შექმნა ტანსაცმლის კოლექცია, რომელიც გამოიყურებოდა თითქოს როგორც ძალიან დიდი ზომის, თითქოს დაუსრულებელი იყო. მან ოსტატურად შეაერთა ქსოვილები რომლებსაც ჩვეულებრივ არ იყენებენ მოდური ტანსაცმლის შესაკერად (თექა და ნეოპრენი), და გენდერული იდენტურობის ელემენტები.

 

იამამოტოს მომდევნო ნამუშევრებმა რომლებსაც უჩვეულო გამოჭრილობა ქონდა, გააკეთეს მის მიერ მოდის ისტორიის ბრწყინვალე ცოდნის, იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობის და განუმეორებელი მკერავის ენის დემონსტრირება. იამამოტოს სტილი ხასიათდება შავი ფერის ძალზე მაღალპროფესიონალურად გამოყენებით, თითქმის ყოველთვის. ამ ფერს თავად ოსტატი აღწერს როგორც მოკრძალებულს და ქედმაღალს ერთდროულად.

 

იამამოტო უპირატესობას ანიჭებს იაპონურ საფეიქრო ტრადიციებს. ერთხელ მან ასეთი რამ თქვა: "ქსოვილი - ეს ყველაფერია. მე ხშირად ვეუბნები ჩემი ქსოვილების მწარმოებლებს. მოუსმინეთ ქსოვილს. რის თქმა სურს მას? მოიცადეთ, დაელოდეთ. შესაძლოა ის რაღაცას გეტყვით".

მოდის გენია: იოჯი იამამოტო

კოლექციებისთვის განკუთვნილი ყოველი ქსოვილი მზადდება დიზაინერის განსაკუთრებული ტექნიკური მოთხოვნილებების მიხედვით, კიოტოს და ახლომდებარე ოლქების ხელოსნების მიერ. დაწყებული ზუსტი ბალანსიდან ქსოვილის ქსელისა და მისაქსელს შორის, შეღებვით (სიბორიძომე შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში 1994-1995 და გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციაში 1995 წელს), კიო-იუძენ (კიმონოს შესაღები ტრადიციული ტექნიკა) - მამაკაცის კოლექციაში შემოდგომა-ზამთარი 2009-2010 წლებში, სრულ ჰარმონიამდე მისვლით ახალისა და ძველის შორის.

მოდის გენია: იოჯი იამამოტო

იამამოტოს უყვარს მძიმე ქსოვილები, რომლებიც როგორც მაღალ მოდაში ასევე პრეტ--პორტეს მოდელებში, პრაქტიკულად არ გამოიყენება, განსაკუთრებით ქალების მოდაში. "როდესაც ტანსაცმლის პროექტირება დავიწყე, ყველაფერი რაც მინდოდა ეს იყო რომ ქალებს ჩაეცვათ მამაკაცის ტანსაცმელი".

 

იოჯი იამამოტოს ნაქარგი უყვარს, განსაკუთრებით მამაკაცის კოლექციებში, რაც ისევ და ისევ არის იმის შედეგი რომ მხატვარი ამსხრევს ადამიანების მიერ აღქმულ სტერეოტიპებს იმის შესახებ თუ რა უნდა ეცვას ქალებს და რა უნდა ეცვას მამაკაცებს.

მოდის გენია: იოჯი იამამოტო

ტრიკოტაჟის მოდელებში ის ხაზს უსვამს ადამიანის სხეულისა და საგნის შორის სივრცის შექმნას, სხვა სიტყვებით ის არ იზღუდავს თავს წინასტარგანჭვრეტილ ფორმით.

 

იხილეთ აგრეთვე: ცნობილი აქსესუარები: ქალაქ პეჩის ხელთათმანები

relax.ge/ge/news/72/