ირლანდერი
-
-
ვაკე, აბაშიძის, 85
-
- +995 558 23 23 33
-
12:00 მდე 02:00 ორშაბათი-კვირა
-
-
სამზარეულო
-
ფუნქციები მენიუდანღვინის ნაირსახეობები/და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ახლად გამომცხვა, ჩამოსასხმელი ლუდი, სადილის მენიუ, საჭმლის, სენდვიჩები
-
ცოცხალი მუსიკადიახ
-
relax.ge რეკომენდაციას
-
კონდიციონერიარსებობს
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
Wi-Fiარსებობს
-
გასართობი
-
ჩვენ შესახებ
ირლანდერი
დროების განმავლობაში ირლანდური პაბი, ირლანდიელებისთვის, იყო სოციალური საზოგადო ცენტრი. ის ფუნქციონირებს არა მხოლოდ ადგილი სადაც ალკოჰოლურ სასმელებს სვამენ დასვენების დროს, არამედ ეს არის ადგილი სადაც ძალზე სასიამოვნოა მეგობრებთან შეხვედრა, გასაუბრება, ადგილობრივ ახალ ამბებზე მსჯელობა. უმეტეს შემთხვევაში ირლანდიელებს აქვთ ყველაზე ცოტა ერთი პაბი რომელსაც ისინი ადგილობრივს უწოდებენ. პაბი, რომელსაც ისინი რეგულარულად ესწრებიან. ასეთ ადგილებში მომსახურე პერსონალის და სტუმრებს შორის ჩამოყალიბებულია არაფორმალური, ძალიან მეგობრული ურთიერთობები, იქ სუფევს სრული ურთიერთგაგება, განსაკუთრებით ეს დამახასიათებელია იმ პაბებისთვის, რომლებიც განლაგებულია პატარა ქალაქებში, სადაც მუდმივი კლიენტები ერთმანეთს პრაქტიკულად ძალიან კარგად იცნობენ.
მთელს მსოფლიოში არის განლაგებული დაახლოვებით შვიდასი პაბი, მოსკოვიდან მოზამბიკამდე, და გასაგებია რომ მათი აუტენტურობა და ხარისხი განსხვავდება. მათ შორის უმეტეს წილისთვის "ირლანდიური პაბი" მთავრდება მხოლოდ დასახელებით. თანაც ამდაგვარ დაწესებულებაში რომ მიდიხარ, სურვილი გიჩნდება სტერეოტიპების საზღვარგარეთ გასვლისა, იმ მოტივების გარეთ რომლებიც იდენტიფიცირებენ "ირლანდიურობას" , როგორიც მაგალითად არის ირლანდიის სამყურა ფოთოლი.
"ირლანდერი" აღორძინებს ძველ ირლანდიურ ისტორიასა და კულტურას თბილისში, ყოველ შემთხვევაში ამისკენ ძალიან ისწრაფვის. ინტერიერის ტრადიციული სტილი, ცოცხალი მუსიკა, გემრიელი ლუდი, შესანიშნავი ირლანდიური ვისკი, ირლანდიური ყავა, კერძები დამზადებული ირლანდიური სამზარეულოს რეცეპტების მიხედვით - ეს არის პაბის განსაკუთრებულებანი. ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას, სტუმრებს ექნებათ საშუალება მოისმინონ ცოცხალი მუსიკა სხვადასხვა ჟანრებში, 21:00 დან -24:00 მდე.
"ირლანდერი" - ეს არის მშვიდი, მეგობრული ატმოსფერო, დამახასიათებელი ტიპიური ირლანდიური პაბისთვის, ტრადიციებისადმი ერთგულება, თანამედროვე სამყაროს ქალაქის ფუსფუსისგან განცალკევება, თავშესაფარი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ადგილი სადაც შეიძლება მეგობრებთან ერთად დასვენება და მშვიდად საუბარი.