ლაუნჯ რესტორანი ასსა ჰოლი

ასსა ჰოლი

ლაუნჯ რესტორანი

ჩვენ შესახებ

შესანიშნავად ჩაფიქრებული ინტერიერის დიზაინი (მაგალითად ყოველი მაგიდისთვის გათვალისწინებულია თავისი ტელევიზორი), უმაღლესი სამზარეულო, ყურყდღებიანი პერსონალი - უდაოდ წარმოადგენს ამ არაჩვეულებრივი ადგილის სიამაყეს, რომელიც ყოველ სტუმარს აძლევს შესაძლებლობას შევიდეს საინტერესო ქალაქურ ცხოვრებაში, რომელშიც არის ისეთი სიამოვნება როგორც გრმრიელი საკვები და საინტერესო დროის ტარება. 

ეს იქნება ინტიმური საღამო ორისათვის, ბედნიერი საათი ბარში, ვახშამი კოლეგებთან ერთად თუ საოჯახო სადილი - ასსა ხოლი - რესტორანი და ლაუნჯი - შექმნის ნებისმიერი სიტუაციის შესაბამის ატმოსფეროს. ასსა ხოლი აერთებს ორ დარბაზს და ტერასას, და საერთო ჯამში შეუძლია დაიტიოს 200 სტუმარი. ასსა ხოლი არა მხოლოდ ერთერთი საუქეთესო ადგილია დასასვენებლად, არამედ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც - ტერასაზე არის დამონტაჟებული ტელევიზორი დიდი ეკრანით, სადაც ძალზე სასიამოვნოა ფეხბურთის მაჩის ხილვა. 
რესტორნის განსხვავებულობა არის ის რომ მას შეიძლება უწოდო თავისებური თბილისის კულტურული ცენტრი. იმის გარდა რომ სტუმრებს ახარებს კარაოკეს საღამოები, აქ ხშირად ტარდება მრავალსახოვანი პრეზენტაციები, გამოდიან განსხვავებული ჟანრის პოპულარული შემსრულებლები, დიჯეები.
რესტორნის ვრცელ მენიუში არის ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძრბი, რომელიც მზადდება ადგილობრივი ინგრედიენტებისგან. სხვადასხვა სახის მწვადები (ხორცის და თევზის), გემრიელი დესერტები. დასალევების ფართო არჩევანი. მუშაობს მიტანითი სერვისი. 
მობრძანდით ასსა ხოლში სადაც ყოველთვის ზეიმია და მხიარულობა. ასსა ხოლი არის ელეგანტური, აქ ყოველთვის თბილი და სტუმართმოყვარეობის ატმოსფეროა. აქ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ პირველი მოსვლა დარჩეს თქვენს მეხსიერებაში როგორც ერთერთი ყველაზე სასიამოვნო მოგონება, და ყოველმა სტუმარმა მოინდომოს კვლავ და კვლავ ასსა ხოლში დაბრუნება.