ამერიკული პაბი ბუფალო ბილი

ბუფალო ბილი

ამერიკული პაბი

ჩვენ შესახებ

 ბუფალო ბილი

... გემრიელი ჩამოსასხამი ლუდი ბართან, ან უბრალოდ მაგიდა შეუკვეთეთ და ოჯახთან ერთად ისადილეთ. მიუხედავად იმისა თუ რას აირჩევთ გარწმუნებთ, ბუფალო ბილი შესანიშნავი ადგილია ნებისმიერი არჩევნისთვის. ნებისმიერ წყურვილს აქ დაგიცხრობენ, რაც კი საჭმელს შეეხება: მადისაღმძრავი ბურგერები, ჩიზბურგერები, ახალმომზადებული ბუტერბროდები (ბუფალო ბილს ხანდახან "სენდვიჩების კლუბს" უწოდებენ), კარტოფილი ფრი, არომატული ოჯახური სუპი... შესაძლოა თქვენ უპირატესობას ანიჭებთ უბრალო კლასიკას - როსტბიფს პიურეთი, ბუჟენინას, ღორის დატკეპნილ ხორცს ან კიდევ სთეიქს...

 

ველური დასავლეთის დროის სტილის სალუნი - ეს არა მხოლოდ უბრალო და გემრიელი კერძები, ნაირსახოვანი დასალევი, არა მხოლოდ ინტერიერის საინტერესო დიზაინია (ტიპიურად რუსტიკის სტილში) რა თქმა უნდა, არამედ ეს არის გართობა და კეთილი ადამიანები თქვენს ირგვლივ! "ბუფალო ბილ" -ში ეს ყოველივე უხვად არის, მუსიკალური გაფორმება კი გაზვიადების გარეშე საოცარია. ყოველ დღე სტუმრებს ართობენ სხვადასხვა პროფესიონალური მუსიკალური ჯგუფები, ისინი უკრავენ ყველა მიმართულების მუსიკას - მაგრამ უპირატესობა ენიჭება როკს და ქანტრის.

 

ბუფალო ბილს ერთი დარბაზი აქვს, გათვლილი 60-70 ადამიანზე, და დიდი ხის ბარი, ალქოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების უდიდესი ასორტიმენტით.

 

მუდმივ მომსვლელებისთვის მუშაობს თხუთმეტპროცენტიანი ფასდაკლება. დაახლოვებითი ფასი ერთი ადამიანისთვის (საჭმელი და დასალევი) - 30 ლარი.